Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კვირიკაშვილი: საქართველო ‘იზრდება, ის არის სიცოცხლით სავსე და მტკიცე გამოწვევებთან ბრძოლაში
Civil.ge
22 September 2017, 18:05

21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიასზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „იზრდება, ის არის სიცოცხლით სავსე და მტკიცე გამოწვევებთან ბრძოლაში“.

17-წუთიან გამოსვლაში, კვირიკაშვილი რიგ საკითხებს შეეხო, მათ შორის ეკონომიკას და საკონსტიტუციო რეფორმას, საგარეო პოლიტიკას და ოკუპირებულ ტერიტორიებს და ასევე სამძიმარი გამოუხატა ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების და მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორამდე

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ბოლო ხუთი წლის მანძილზე და ქვეყნის ერთგულება დემოკრატიისა და მმართველობის რეფორმის მიმართ. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის წინსვლას საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის, საკუთრების უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი სასამართლოს და სამართალდამცავლი სტრუტურების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ“, - განაცხადა მან.

საკონსტიტუციო რეფორმა

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა საპარლამენტო სისტემას შემოიღებს და გააუმჯობესებს მას „საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად“.

„გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

„ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ.  ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია“, - დასძინა მან.     

კავშირი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის გარდაქმნაზე ბიზნესის წარმოების რეგიონულ ცენტრად, რომელიც „ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს“.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას მიაღწია. „იმავდროულად, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორე მხრივ, ვიზიდავთ აზიის ბაზრებს, რაც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, სრულად გამოიყენოს თავისი თავისუფალი ვაჭრობის ქსელები ჩვენი დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წამოწყებაში“.

კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაზე, რომელიც „ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით“.

„ამ დიდი წამოწყების ფარგლებში, აზია და ევროპა შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ასევე საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტის მეშვეობით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსული ოკუპაცია, ადამიანის უფლებების დარღვევები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა აუდიტორიას, რომ გაეროს წევრებმა „კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას“.

„2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და ხაზი გაუსვა მოსკოვის მიერ რეგიონის მილიტარიზაციის გააქტიურებას,  საოკუპაციო ხაზების განმტკიცებას მავთულხლართებით, ადამიანის უფლებების დარღვევას და ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „მტკიცედ ემხრობა“ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ „არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია“.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს „საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის ახალ ინსტრუმენტებს“. „ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, მივაწოდოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს.ჩვენი ინიციატივების არსებითი პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იძლევა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გადაკვეთით სავაჭრო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს გლობალურ ბაზრებზე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვთავაზობთ მათ ჯანდაცვას, განათლებას და სხვა სოციალურ სარგებელს“, - დასძინა მან.

‘მნიშვნელოვანი წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში’

გამოწვევების მიუხედავად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს „მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში“. „ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში, ავღანეთის ჩათვლით, ასევე ევროპის კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ქვეყანა არის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი და შეუერთდა გაეროს 14 ანტიტერორისტულ კონვენციას.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი